Tuesday, November 8, 2011

შემოდგომა და რთველი


1.      პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და რთველი.
2.      პროეკტის მოკლე აღწერა: წელიწადის დროს,  შემოდგომის და რთველის გაცნობა.
3.      პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომას, როგორც წელიწადის დროს, მოიძიებენ მასზე სხვადასხვა ინფორმაციებს, თუ რა ხდება ამ დროს, როგორ იღებენ რთველს, როგორ ინახავენ ზამთრისთვის დოვლათს. იღებენ რთველის ამსახველ ფოტოებს და აკვირდებიან, როგორ იცვლება წელიწადის ამ დროს ბუნება, ტემპერატურა.აკეთებენ შედარებას სხვა წელიწადის დროებთან.
4.      მონაწილეტა ასაკი: III კლასის მოსწავლეები.
5.      პროექტის ხანგძლივობა: 2 კვირა.
6.      პროექტის აქტივობა: მოსწავლეები აკვირდებიან წელიწადის დროს, შემოდგომას და რთველს. იძიებენ ინფორმაციებს რთველისა და შემოდგომის შესახებ. იღებენ რთველის ამსახველ სურათებს. აკვირდებიან ბუნებას, ბუნების ცვლილებას. იღებენ მონაწილეობას ჩურჩხელების გაკეთებაში და სხვადასხვა რთველთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
7.      სამუშაო ენა: ქართული.
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ქართული.  ე. ს. გ. III. 1, 3, 6, 7, 9, 10, 11, 13.
9.      პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო ლომთაძე. პროექტის ფასილიტატორის ელ– ფოსტა: lomtadze.nino21@gmail.com
10.  პროექტის ვებ–გვერდი: www.lomtadze.nino21blogspot.com

Sunday, November 6, 2011